ბუზღალტერი

ყოველთვიური დეკლარაცია ორ წუთში

ყოველთვიური დეკლარაცია 1%-ით, ნულოვანიც. დოლარით შემოსავალი ეროვნული ბანკის კურსით, უკუდაბეგვრა უცხოურ პროგრამებზე.

ბუღალტერია ფონში მუშაობს

ბანკის ამონაწერიდან RS-ზე წარდგენამდე. ტრანზაქციების დახარისხებას, გადასახადის დათვლას და ფორმის შევსებას ჩვენ ვაკეთებთ. თქვენ თვეში ერთხელ ადასტურებთ.

ყოველი ტრანზაქცია თავის ადგილზე, ეროვნული ბანკის კურსით

ამონაწერი, თიბისი ბანკი

სექტემბერი 2026

AI ახარისხებს
  • 03.09UPWORK ESCROW INC+3,140.00 USD
  • 05.09FIGMA.COM−15.00 USD
  • 09.09შპს ციფრული გადაწყვეტილებები+1,200.00 GEL
  • 19.09კონვერტაცია USD-GEL−1,884.00 USD
  • 21.09საკუთარ ანგარიშზე−2,000.00 GEL

მცირე ბიზნესის დეკლარაცია

17. თვის შემოსავალი
0.00 ₾
გადასახადი 1%
0.00 ₾

წარდგენა RS-ზე თქვენი SMS კოდით

SMS კოდი

მცირე ბიზნესის დეკლარაცია, სექტემბერი

93.95 ₾

წარდგენილია

AI ახარისხებს. თქვენ ადასტურებთ.

  1. 01

    ატვირთეთ ამონაწერი

    Excel ან CSV თიბისიდან, საქართველოს ბანკიდან, ლიბერთიდან ან კრედოდან. რამდენიმე ანგარიში და ვალუტა ერთად.

  2. 02

    გადახედეთ გაურკვეველს

    AI ყოველ ტრანზაქციას ანიჭებს კატეგორიას. დასადასტურებლად მხოლოდ საეჭვოს გაჩვენებთ.

  3. 03

    დაადასტურეთ წარდგენა

    SMS კოდს აქ შეიყვანთ, შევსებულ ფორმას ნახავთ და წარდგენის ღილაკს თქვენ აჭერთ.

რას ვამოწმებთ ყოველ თვე

შეცდომები, რომლებიც ჯარიმად ან ზედმეტ გადასახადად ჯდება.

ნულოვანი დეკლარაცია
2026 წლის მარტიდან მცირე ბიზნესის დეკლარაციის წარუდგენლობა ჯარიმდება, შემოსავალი რომ არ გქონდეთ. ნულოვანსაც ვაბარებთ.
უცხოური მომსახურება
Meta-ს და Google-ის რეკლამა, Figma, ChatGPT: არარეზიდენტისგან მიღებული მომსახურება 18%-იან უკუდაბეგვრას ექვემდებარება.
დღგ-ის ზღვარი
100,000 ₾ ითვლება ნებისმიერ 12 თვეში, არა კალენდარულ წელს. ზღვარს რომ მიუახლოვდებით, გაფრთხილებთ.
ვალუტის კურსი
დოლარით ან ევროთი მიღებულ შემოსავალს ეროვნული ბანკის იმ დღის კურსით ვითვლით, როცა თანხა ჩაირიცხა.
საკუთარი გადარიცხვები
კონვერტაცია და საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვა შემოსავალი არ არის და ბრუნვაში არ ითვლება.
500,000 ₾-ის ზღვარი
მცირე ბიზნესის წლიურ ზღვარს ყოველ თვე ვადარებთ. ორ წელიწადში ზედიზედ გადაჭარბება სტატუსს აუქმებს.

რას ვაბარებთ

საგადასახადო კოდექსის 2026 წლის რედაქციით. რეჟიმს რეგისტრაციისას აირჩევთ, დეკლარაციებს და ვადებს ჩვენ ვადგენთ.

  • მცირე ბიზნესიინდ. მეწარმე

    ყოველთვიური საშემოსავლო დეკლარაცია

    ყოველი თვის 15

    1%, 500,000 ₾-მდე

  • მიკრო ბიზნესიინდ. მეწარმე

    წლიური დეკლარაცია, 30,000 ₾-ის ზღვრის კონტროლი

    31 მარტი

    0%

  • ზოგადი რეჟიმიინდ. მეწარმე

    წლიური დეკლარაცია და ავანსები

    31 მარტი, ავანსები 15 მაისს, ივლისს, სექტემბერს, დეკემბერს

    20% მოგებიდან

  • შპსკომპანია

    მოგების გადასახადი, ხელფასის გადასახადი და პენსია

    ყოველი თვის 15

    15% განაწილებულ მოგებაზე

  • დღგ-ის გადამხდელინებისმიერი

    დღგ-ის დეკლარაცია, უკუდაბეგვრა

    ყოველი თვის 15

    18%

ფასი

ყოველთვიური გადასახადი, ხელშეკრულების გარეშე. პირველი დეკლარაცია უფასოა.

მცირე ბიზნესი

ინდ. მეწარმე, მცირე ან მიკრო სტატუსით

19 ₾/ თვე

  • ყოველთვიური დეკლარაცია
  • უკუდაბეგვრის დეკლარაცია
  • 2 საბანკო ანგარიში
  • შეხსენება ვადამდე 5 დღით ადრე
აირჩიეთ

შპს

კომპანია, დღგ-ის გარეშე

79 ₾/ თვე

  • მოგების გადასახადი
  • ხელფასები 5 თანამშრომლამდე
  • საპენსიო შენატანები
  • 5 საბანკო ანგარიში
აირჩიეთ

შპს და დღგ

დღგ-ის გადამხდელი კომპანია

149 ₾/ თვე

  • ყველაფერი, რაც შპს-ის პაკეტშია
  • დღგ-ის დეკლარაცია
  • ანგარიშ-ფაქტურების შედარება ბანკთან
  • 15 თანამშრომლამდე
აირჩიეთ

RS-ზე წვდომა

ბანკის ანგარიშზე წვდომა არ გვჭირდება. ამონაწერს მხოლოდ ვკითხულობთ.

SMS კოდი თქვენთანაა
rs.ge-ზე ყოველი შესვლა თქვენი SMS კოდით ხდება. კოდს აქ შეიყვანთ, ჩვენ მას არ ვინახავთ.
წარდგენა თქვენი თანხმობით
წარდგენამდე შევსებულ ფორმას გაჩვენებთ. თქვენი დადასტურების გარეშე RS-ზე არაფერი იგზავნება.
ცალკე მომხმარებელი RS-ზე
rs.ge-ზე შეგიძლიათ შექმნათ ქვემომხმარებელი მხოლოდ დეკლარაციების უფლებით. მთავარი პაროლი არ გვჭირდება.
დაშიფრული მონაცემები
პაროლი ინახება AES-256 დაშიფვრით. ყოველი წარდგენის ეკრანის ანაბეჭდი და RS-ის ნომერი ისტორიაში რჩება.

შემდეგი ვადა: 15 ოქტომბერი

სექტემბერი 2026, დეკლარაციის ვადა. ატვირთეთ ამონაწერი, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.

დაიწყეთ უფასოდ